суббота, 27 мая 2017 г.

გაკვეთილის გეგმა მათემატიკაში

თემა:       წილადები

 მიზანი:

 მოსწავლე გაიწაფოს წილადის წაკითხვასა და ჩაწერაში. შეეძლოს ტოლ ნაწილებად დაყოფილი ფიგურის ან რაიმე მთელის ნაწილის გამოსახვა წილადით. წილადების შედარება სურათზე წარმოდგენილი ტოლ ნაწილებად დაყოფილი ფიგურების მიხედვით.

 მისაღწევი შედეგი და ინდიკატორები:

 მათ.V.2 მოსწავლეს შეუძლია წილადების წაკითხვა, გამოსახვა, შეფასება, შედარება და დალაგება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: · კითხულობს და გამოსახავს ჩვეულებრივ და შერეულ წილადებს; უთითებს მათ ჩანაწერში წილადის მრიცხველს და მნიშვნელს, მთელ და წილად ნაწილებს; წერს შერეულ წილადს არაწესიერი წილადის სახით და პირიქით; ახდენს (წესიერი) წილადის ცნების სხვადასხვაგვარ ინტერპრეტაციას და მსჯელობს მათ შორის კავშირებზე (წილადი, როგორც ორი ნატურალური რიცხვის გაყოფის შედეგის ჩანაწერი.

 გაკვეთილის მსვლელობა:

საორგანიზაციო საკითხები: გაკვეთილზე დასწრების შემოწმება, დავალებისშემოწმება კომენტარით.





აქტივობა 1: ●გაკვეთილზე შესვლისას კითხვა-პასუხის მეთოდით ვადგენ მოსწავლეთა ცოდნის დონეს.

 აქტივობა 2:. პრაქტიკული სამუშაიო მართკუთხედის ჩახაზვა რვეულში და მისი ნაწილების გაფერადება, მოსწავლეს ეძლევა ინსტრუქცია რვეულში ჩახაზონ მართკუთხედი, დაყონ 4 ტოლ ნაწილად და გააფერადონ 1/4. 2/4, 3/4, 4/4 ნაწილი


 აქტივობა3  გაკვეთილის დასკვნით ეტაპზე კეთდება მოსწავლეთა  ცოდნის  განმტკიცება.შესაძლებელია  ჯგუფური  ან დამოუკიდებელი დავალების  მიცემა. ჯგუფებს  ვქმნით  მზაობის მიხედვით და ვაძლევთ მზაობის შესაფერისმაგალითებსშემდეგ ტარდება
პრეზენტაცია.
 საშინაო დავალება შეფასება: განმსაზღვრელი.
 საშინაო დავავლება მიეცემათ ბარათებით ინდივიდუალურად რომელზეც ამოცანები იქნება წინასწარ ამობეჭდილი,



საშინაო დავალების /საკლსო მუშაობის შეფასბის სქემის მიხედვით



 რესურსები: სახელმძღვანელო,მოსწავლის რვეული, დაფა,ცარცი, ფერადი წებოვანი ფურცლები, ჩხირები, თაბახის ფურცლები, სტიკერები, ფერადი მაგნიტური ბურთულები,მარკერი,ფლომასტერები,ფორმატის ფურცელი. ინტერნეტი, პროექტორი

გაკვეთილის გეგმა მათემატიკაში

თემა:       წილადები   მიზანი:  მოსწავლე გაიწაფოს წილადის წაკითხვასა და ჩაწერაში. შეეძლოს ტოლ ნაწილებად დაყოფილი ფიგურის ან რაიმე მთ...